რუსთავში კომისარიატის ახალი შენობა აშენდება

რუსთავში კომისარიატის ახალი შენობა აშენდება. ხელშეკრულება რუსთავის მერიასა და აუქციონში გამარჯვებულ ფიზიკურ პირს შორის უკვე გაფორმებულია . ხელშეკრულების თანახმად,  სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის  ახალ შენობასთან ერთად, ეზოს ტერიტორია კეთილმოეწყობა და გამწვანების სამუშაოები ჩატარდება. კომისარიატის ახალი მისამართი მეგობრობის გამზირის N41ა იქნება.

სახელშეკრულებო პირობების თანახმად,სამუშაოები ერთი წლის ვადაში უნდა შესრულდეს.