რუსთავში სისხლის ბანკი გაიხსნა (+ფოტო)

რუსთავში, N1 სამკურნალო დიაგნოსტიკურ ცენტრში შპს “ქვემო ქართლის რეგიონალური სისხლის ბანკი” გაიხსნა. ობიექტი სისსხლის მომარაგების კუთხით, რეგიონში ერთადერთი სამედიცინო დაწესებულებაა.

სისხლის ბანკში შესაძლებელი იქნება, დამზადდეს სისხლის კომპონენტები: ერითროციტული მასა, თრომბოკონცენტრანტი და პლაზმა.

სამედიცინო დაწესებულების ფუნქციონირებაში შედის დონორული სისიხლის მიღება და გადამუშავება, ასევე, სკრინინგული კვლევები ვირუსულ ინფექციებზე და კლინიკურ ლაბორატორიული კვლევები. აღსანიშნავია, რომ აქვე მოხდება სისიხლის კომპონენტებით სტაციონარების უზრუნველყოფა.

რეგიონული სისიხლის ბანკის წარმომადგენლების განცხადებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა დონორების მობილიზებასა და უანგარო დონაციას მიენიჭება.

სისხლის ბანკის გახსნაზე მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელი პირები, ასევე, სამედიცინო დაწესებულების დირექტორები იმყოფებოდნენ.