საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა და უკრაინელმა მოჭიდავეებმა იჩხუბეს(+ვიდეო)

სტამბოლში, მიმდინარე იაშარ დოგუს სახელობის საერთაშორისო ტურნირზე მოჭიდავეებმა იჩხუბეს. სპორტსმენები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

sportall.ge-ის ინფორმაციით, თავისუფალი სტილით მოჭიდავე ზურაბ ერბოწონაშვილს (79 კგ) ფინალში გასვლის შანსი ჰქონდა, უკრაინის წარმომადგენელ ზაკარიევს 8:5-ს უგებდა, მაგრამ ბოლოს მეტოქემ ქართველ ფალავანს სახეში ხელი გაარტყა, მანაც უპასუხა და ამის შემდეგ  ჩხუბი ატყდა.

მათივე ინფორმაციით,ხალიჩაზე უკრაინელის მწვრთნელი შევარდა და ერბოწონაშვილს დაარტყა, ჩხუბში საქართველოს ნაკრების მწვრთნელი გიორგი იანტბელიძეც ჩაერთო და საბოლოოდ ორივე მოჭიდავე შეჯიბრებიდან მოხსნეს.