“საოკუპაციო რეჟიმი უკანონო მოქმედებებს პერიოდულად ახორციელებს,მათ შორის ჩორჩანას მიმდებარედ”

 სამწუხაროდ,საოკუპაციო რეჟიმი პერიოდულად ახორციელებს უკანონო მოქმედებებს,მათ შორის ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე-ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

მინისტრი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, უკანონო ინსტალაციების აღმართვის ფაქტს გამოეხმაურა.

„ იცით, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში ეს ერთ-ერთი მთავარი საკითხი გახლავთ. უშუალოდ ამ მონაკვეთზე არსებულ უსაფრთხოების საკითხებს მიეძღვნა ერგნეთში გამართული არაერთი ტექნიკური შეხვედრა. მუშაობა ყოველდღიურად გრძელდება, რათა მოხდეს უკანონო მოქმედებების შეჩერება და აღკვეთა. საუბედუროდ, რასაც ასევე ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმი და რაც არის განსაკუთრებით მწვავე, მტკივნეული, გახლავთ ის, რომ ამ თემებს აბამს ისეთ მწვავე, მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა გადაადგილების თავისუფლება“,-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.