საქართველომ და უკრაინამ რუსეთს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში უჩივლეს

საქართველომ და უკრაინამ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საჩივარი შეიტანეს. ისინი რუსეთს აზოვის და შავ ზღვაში და ქერჩის სრუტეში უკანონო ქმედებებში ადანაშაულებენ, რომლებიც სამძებრო-სამაშველო ოპერაციებს უშლის ხელს.

ინფორმაცია ამის შესახებ დიდი ბრიტანეთში უკრაინის საელჩომ გაავრცელა. ფაქტის ადასტურებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც.

უწყებაში ამბობენ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის ფედერაცია საერთაშორისო სამართლის ნორმებს უხეშად არღვევს. საუბარია უკანონო ქმედებებზე ოკუპირებულ აფხაზეთში, სადაც რუსული სამოქალაქო და სატვირთო გემები ინტენსიურად გადაადგილდებიან.