სიგარეტი ისევ გაძვირდა

საქართველოში სიგარეტი ისევ გაძვირდა. მაღაზიებში აცხადებენ, რომ  სიგარეტის ცალკეულ სახეობებზე ფასი  0.50 ლარით გაიზარდა.

2019 წლის იანვრის მონაცემებით, დღემდე საქართველოში ერთი კოლოფი ფილტრიანი სიგარეტი მინიმუმ ერთი ლარით გაძვირდა. ფასების გაზრდა 2018 წლის ბოლოს საგადასახადო კოდექსში შესულმა ცვლილებებმა გამოიწვია,  ცვლილების შედეგად კომპანიებს კოლოფის ღირებულების 10%-ის ნაცვლად სახელმწიფოსთვის 30%-ის გადახდა უწევთ. ცვლილების შემდეგ პროდუქტზე ფასი უკვე მეოთხედ გაიზარდა.