ქავთარაძის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია

თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია. გავრცელებული ინფორმაციით,ცეცხლი სამშენებლო მასალის მაღაზიას გაუჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით,ადგილზე 14 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

„ქავთარაძის N3-ში იყო ხანძარი. ცეცხლი გაუჩნდა მაღაზიას, სადაც ინახებოდა სამშენებლო მასალა. იწვოდა 350-400 დაახლოებით კვადრატულ მეტრამდე. გვერდით არის ორი ბენზინგასამართ სადგური. იყო ცეცხლის გავრცელების საშიშროება, თუმცა ადგილზე ოპერატიულად იქნა მობილიზებული 14 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. მოხდა ხანძრის დროული ლოკალიზება. ამჟამად მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. დაშავებული არავინ არის“, – განუცხადა ჟურნალისტებს სახანძრო-სამაშველო ძალების თბილისის სამმართველოს უფროსმა, ოთარ კერესელიძემ.