ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შარაბიძეებში ხანძრის შედეგად ორი ადამიანი, ცოლ-ქმარი დაიღუპა ხოლო მათი შვილი 40 წლამდე მამაკაცი დაშავდა.

ხანძარი ორ სართულიან შენობაში პირველ სართულზე გაჩნდა. ხანძრის დროს სახლში კიდე ერთი ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა მას დაზიანება არ მიუღია.

ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული. ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აწარმოებს