15 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო,ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ Tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით,ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 იანვარს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში კრწანისი, ფონიჭალა, წალასყური, მთის ძირი და მიმდებარე სოფლებში,

11:20-დან 18:00 საათამდე მარნეულის რაიონის სოფლებში დამია, ზემო სარალი, კიროვკა, ცოპი, ახლო ლილო და მიმდებარე სოფლებში,

12:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში შარტავას, მეგობრობის, ლეონიძის, ლესელიძის, მე-8, მე-7, მე-20 და მიმდებარე ქუჩებზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.