16 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს -ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 16 იანვარს 12:00-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ აბონენტს რუსთავში მეგობრობის ქუჩაზე.

11:00-დან 18:00 საათამდე – აბონენტებს გარდაბნის გზატკეცილის, ფონიჭალაში, კრწანისში, მთის ძირში, თბილისი-წითელი ხიდის გზატკეცილზე.

11:30-დან 18:30 საათამდე – აბონენტებს დმანისში 9 აპრილის, გამსახურდიას, მუსხელიშვილის, გოგებაშვილის, ჩოლოყაშვილის, შანიძის, გამარჯვების, ჯავახიშვილის და მიმდებარე ქუჩებს.

12:00-დან 15:00 საათამდე – აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში დაშთაფა, წითელი სოფელი, ყულარი, ზემო ყულარი, იმირი, ბუდიონოვკა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.