22 დღე ყინვაში-მამაკაცს გადარჩენაში “SOS” ნიშანი დაეხმარა(+ვიდეო)

აშშ-ში მაშველებმა გადაარჩინეს მამაკაცი,რომელმაც 22 დღე ყინვაში გაატარა. უცხოური მედიის ინფორმაციით, მას გადარჩენაში ნიშანი “SOS” დაეხმარა.

გავრცელებული ინფორმაციით, 30 წლის ტაისონ სტილს სახლი დაეწვა , მისი ძაღლი კი გარდაიცვალა,რის შემდეგად  იგი საკომუნიკაციო საშუალებებს მოწყდა.

ოჯახის წევრებმა რამდენიმე დღის განმავლობაში ​ ტაისონთან დაკავშირება ვერ მოახერხეს,მათ პოლიციას მიმართეს, რის შემდეგადაც სამძებრო სამუშაოები დაიწყო.

მამაკაცის თქმით, იგი შიმშილს დაკონსერვებულმა საკვებმა გადაარჩინა.