22 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, აბონენტთა ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

22 იანვარს 11:00-დან 12:00საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს რუსთავში მშენებელთა ქუჩაზე და მარის არხის დასახლებაში.
15:00-დან 16:00საათამდე – მომხმარებლებს სართიჭალაში.
14:00-დან 15:00 საათამდე – გარდაბანში აღმაშენებლის, სადგურის, ჭავჭავაძის, ასათიანის და მიმდებარე ქუჩებს, სოფლებს ბოტანიკა, თბილწყარო.
12:00-დან 18:00 საათამდე – დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებს: განთიადი, დიდი დმანისი, მაშავერა, კიზილქილისა, ჯავახი, უკანგორა, კაკლიანი და მიმდებარე სოფლებს.

კომპანიის განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.