მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

თბილისში, ვარკეთილში მსუბუქი ავტომობილი დაიწვა.

თვითმხილველების ცნობით, მანქანა წლების განმავლობაში კორპუსის მიმდებარედ არის გაჩერებული. ჯერ-ჯერობით უცნობია, რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი.

ტერიტორიაზე იმყოფება საპატრულო პოლიცია. ტერიტორია შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით. მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოახდინეს.

ფოტო:1tv