სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა გაიმართა

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის რიგით 43-ე სხდომა გაიმართა.  

კომისიის სხდომის ფარგლებში, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების,  პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ იმსჯელეს.          
ხმათა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, წარმოდგენილი საკითხი განსახილველად საკრებულოს ბიუროს გადეცა.

სხდომას სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავჯდომარე ამირან ჯანჯღავა უძღვებოდა.