თეთნულდზე ზვავმა ერთი ადამიანი მოიყოლა

თეთნულდზე ზვავმა ერთი ადამიანი მოიყოლა.

 საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ზვავმა ჩეხი ტურისტი მოიყოლა.

მათივე ინფორმაციით, მაშველებმა ჩეხი ტურისტის გადარჩენა მოახერხეს და იგი მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.