თეთნულდზე, მაშველებმა ტურისტის ცხედარი იპოვეს

მაშველებმა 10 თებერვალს თეთნულდზე წამოწოლილი ზვავის შედეგად დაკარგული ტურისტის ცხედარი დღეს იპოვეს. გარდაცვლილი უკრაინის მოქალაქეა.

“11 თებერვალს, დილით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მესტიის სამმართველოში შემოვიდა შეტყობინება, რომ ტურისტების ჯგუფი ვერ ახერხებდა ჯგუფის ერთ-ერთ წევრთან დაკავშირებას. გაუჩინარებული შესაძლოა ყოფილიყო 10 თებერვალს თეთნულდზე ჩამოწოლილი ზვავის ტერიტორიაზე.

საძიებო სამუშაოების შედეგად, მაშველებმა უკრაინის მოქალაქის ცხედარი იპოვეს,” – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.