კურორტ თეთნულდზე დაკარგულ ტურისტს ეძებენ

  კურორტ თეთნულდზე მაშველები უკრაინელ ტურისტს ეძებენ. მესტიაში სამძებრო სამუშაოები  დილიდან განახლდა. სამძებრო სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და მოხალისეები არიან ჩართულები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, უკრაინელი მამაკაცი ჯგუფთან ერთად გუშინ სწორედ იმ ადგილას იმყოფებოდა, სადაც ზვავი ორჯერ ჩამოწვა.

 ზვავი თეთნულდზე გუშინ ჩამოწვა და 4 ჩეხი ტურისტი მოიყოლა, ერთი მათგანი მსუბუქად დაშავდა.

მაშველები დამსვენებლებს სიფრთხილისკენ და ზვავსაშიშ ზონაში გადაადგილებისგან თავის შეკავებას ურჩევენ.