“მდგრადი ქალაქები ადამიანებისთვის”-ინოვაციების ჰაბმა მორიგი შეხვედრა გამართა

  რუსთავის ინოვაციების ჰაბის პროექტის ,,მდგრადი ქალაქები ადამიანებისთვის” ფარგლებში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

  შეხვედრას  სამოქალაქო სექტორის,არასამთავრობო ორგანიზაციების და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ინოვაციების ჰაბის წევრებმა მოქალაქეებისგან რუსთავის განვითარების გრძელვადიანი ხედვები მოისმინეს და ქალაქის სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს.

აღსანიშნავია,რომ პროექტის ერთ-ერთი კომპონენტი,ქალაქის განვითარების გრძელვადიან გეგმაში სწორედ  მოქალაქეების ჩართულობა და პროცესში მათი იდეებისა და ხედვების გათვალისწინებაა. აქცენტი გაკეთდა,იმ გრძელვადიანი ხედვების გაზიარებაზე, რაც  ქალაქის პრობლემატიკიდან და დღეს არსებული რეალობიდან  არის აქტუალური. 

ამასთან, რუსთავის ინოვაციების ჰაბი,ქალაქში რამდენიმე პროექტზე მუშაობს. ჰაბის ინიციატივით ,რუსთავში საქართველოში პირველი პლასტიკის ნარჩენების გადამუშავების სრული ციკლი აეწყო. ჰაბი  თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის კუთხითაც მუშაობს, როგორც ცნობილია, მარტის ბოლოსთვის რუსთავის მერიის ჩატბოტი ამოქმედება,რომელიც მუნიციპალური სერვისების შესახებ ინფორმაციას მოქალაქეებს ონლაინ რეჟიმში მიაწვდის. ამასთან, მუშაობა მიმდინარეობს ბლოკჩეინის და ხელოვნური ინტელექტის ცენტრის შექმნაზე,რომელიც სავარაუდოდ, ასევე, მარტის თვიდან დაიწყებს ფუნქციონირებას.