რუსთავში 63 წლის მამაკაცს ეძებენ

  რუსთავში 63 წლის მამაკაცს ეძებენ. ინფორმაციას მამაკაცის ოჯახის წევრები ავრცელებენ. 

  მათივე ცნობით, დაკარგულია  გრიგორი (გრიშა) სოლოვიოვი, რომელიც 4 თებერვალს მე-19 მიკრორაიონიდან სამსახურის მიმართულებით გავიდა და არ დაბრუნებულა .

  როგორც ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული,მამაკაცი “საქართველოს რკინიგზაში” , სადგურზე “რუსთავი სატვირთო” მუშაობს. 

“2020 წლის 4 თებერვალს, 19:45 საათზე, მე-19 მიკრორაიონიდან სახლიდან სამსახურის მიმართულებით გავიდა და არ დაბრუნებულა.  სავარაუდოდ, ჩაჯდა ავტობუსში და მშვიდობის #7 გაჩერებამდე მივიდა. ამის შემდეგ არავის უნახავს და ოჯახის წევრებთან კავშირზე არ გამოსულა. სიმაღლე 180 სმ. თვალები და თმა ღია ფერის, გამხდარი აღნაგობის. ეცვა შავი ჯინსი, მუქი ლურჯი ფერის მოკლე ქურტუკი, შავი ქუდი. მობილურს არ ატარებდა. სამართალდამცველები სამძებრო ღონისძიებებს აწარმოებენ. “-აცხადებს ოჯახი 

ოჯახის ცნონით, ნებისმიერი ინფორმაციის შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ ნომრებზე 577013272; 558599489.