ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში, ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა.

შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.                   

ავარიის შედეგად დაღუპულებს შორის ცოლ-ქმარიც არიან. შემთხვევის დროს,  ორი პირი დაშავდა. დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან მოთავსებულები. დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

უწყებაში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან ორზე მეტი პირის გარდაცვალება გამოიწვია.