გარდაბნის მერს ახალი მოადგილე ჰყავს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, პირველ მოადგილედ გიორგი შინჯიკაშვილი წარადგინა. შინჯიკაშვილმა დავით ჭანტურია შეცვალა. ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. 

პირველი მოადგილე მუნიციპალიტეტის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატებს, საკრებულოს თვმჯდომარეს და მერიაში შემავალ სამსახურებს და სოფლის წარმომადგენლებს პირადად წარუდგინა.

გიორგი შინჯიკაშვილი სხვადასხვა წლებში გარდაბნის მუნიციპალტეტში წამყვან თანამდებობს იკავებდა. ის წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს, იყო საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომისიის თავმჯდომარე და გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციუილი) იურიდიული პირის გარდაბნის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის დირექტორი.