გიორგი ბეგაძემ რუსთაველ მოსწავლეებს პარლამენტის საექსკურსიო ტურზე უმასპინძლა

 რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ,გიორგი ბეგაძემ , რუსთაველ მოსწავლეებს პარლამენტის საექსკურსიო ტურზე უმასპინძლა. დეპუტატმა საკანონმდებლო ორგანოში ტურზე ამჯერად ,მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. 

“ქალაქ რუსთავის მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს პარლამენტის საექსკურსიო ტურზე ვუმასპინძლე. სასიამოვნოა ახალგაზრდა, პროგრესულად მოაზროვნე თაობასთან ურთიერთობა, რომლებმაც კარგად იციან ქვეყნის ისტორია და ინტერესდებიან საკუთარი ქალაქის ბედით. მიხარია, რომ მომეცა შესაძლებლობა პირადად გავსაუბრებოდი ამ ადამიანებს. მსგავსი ექსკურსიები საქართველოს პარლამენტის შენობაში, სხვა სკოლის მოსწავლეებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი.”-წერს მაჟორიტარი დეპუტატი საკუთარ  ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტის საექსკურსიო ტურებზე რუსთავის სკოლის მოსწავლეები მაჟორიტარი დეპუტატის ეგიდით რამდენჯერმე იმყოფებოდნენ.