გიორგი გახარია – დამხობის მცდელობები რამდენჯერმე ჰქონდათ და არ გამოუვიდათ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის  გიორგი გახარიას განაცხადებით,ოპოზიციას  ხელისუფლების დამხობის მცდელობები რამდენჯერმე ჰქონდათ და არცერთხელ არ გამოუვიდა. 

“დამხობის მცდელობები რამდენჯერმე ჰქონდათ და არც ერთხელ არაფერი გამოუვიდათ, არც აწი გამოუვათ”-ამ კომენტარით გახარია დამხობასთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილის დღევანდელ განცხადებას გამოეხმუარა.

გახარიას თქმით, ხელისუფლების მიზანია ხვალინდელი დღე, მომავალი, ძლიერი საქართველო, რომელიც არის შესაძლებლობების ქვეყანა და არა – გადატრიალებების.

„საერთოდ არ მინდოდა დღეს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გუშინდელი დღეა, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ხვალინდელ დღეზე, უნდა ვაკეთოთ და ვშრომობთ, რათა ეს ქვეყანა იყოს გამოწვევების და დამხობების ქვეყანა კი არა, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების ქვეყანა. საერთოდ ეს გუშინდელი ძალადობრივი დღეა, დღეს თავისუფლების პირველ წუთებზე ადამიანმა თქვა, რომ დავამხობო სიტყვა-სიტყვით, დავასრულებ კი არ უთქვამს ან შევცვლი კი არ უთქვამს, თქვა რომ დავამხობო. მოდით, ასე შევთანმხდეთ, რომ ჩვენ ვიყურებით წინ მომავლისკენ. დამხობის მცდელობები რამდენჯერმე ჰქონდათ და არც ერთხელ არაფერი გამოუვიდათ. არც აწი გამოუვათ. ჩვენი მიზანია ხვალინდელი დღე, მომავალი ძლიერი საქართველო, რომელიც არის შესაძლებლობების ქვეყანა და არა გადატრიალებების, დამხობების და იმ უბედურებების ქვეყანა, რომელიც წარსულში დავტოვეთ“ ,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს დილით დატოვა.