გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება. ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს.

„ავტორიტარიზმის არჩევით „ქართულმა ოცნებამ“ წითელი ხაზები გადაკვეთა, არ არის დემოკრატია, ხალხის ერთიანობა და დასავლური გზა. არ შემიძლია ამის ყურება. ვუბრუნდები აქტიურ პოლიტიკას და ვეცდები, ვემსახურო ჩვენს დასავლურ არჩევანს ჩემს მეგობრებთან და ქართველ ხალხთან ერთად“, – წერს ყოფილი პრეზიდენტი.

მარგველაშვილი პრეზიდენტის პოსტს 2013-2018 წლებში იკავებდა, თანამდებობიდან წასვლის შემდეგ კი ლექტორად მუშაობას  დაუბრუნდა.