დაპირისპირება პარლამენტთან – აქციაზე გენერალურ პროკურორად შოთაძის კანდიდატურას აპროტესტებენ

საქართველოს პარლამენტის შენობასთან აქცია მიმდინარეობს. აქციის  მონაწილეები გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის კანდიდატურას აპროტესტებენ.

საკანონმდებლო ორგანოსთან სხვადასხვა მოძრაობისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იმყოფებიან.

აღსანიშნავია, რომ დაპირისპირება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის რამდენჯერმე მოხდა. პოლიციელები აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებდნენ, რასაც მოქალაქეების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტი ირაკლი შოთაძის კანდიდატურას, სავარაუდოდ, დღევანდელ სხდომაზე უყრის კენჭს.