ევროკავშირის ელჩი გიგი უგულავას დაკავებაზე – ჩვენ გვაქვს გარკვეული კითხვები

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაკავების ფაქტს ეხმაურება. მისი თქმით, ევროკავშირს აქვს გარკვეული კითხვები ვერდიქტის გარემოებთან დაკავშირებით.

„ჩვენ ვაკვირდებოდით ოპოზიციის ლიდერ გიგი უგულავასთან დაკავშირებულ პროცესს. გუშინ მე მქონდა შესაძლებლობა შემეფასებინა სიტუცია ჩემ კოლეგებთან ერთად. მინდა გითხრა, რომ ჩვენ ყველას გვაქვს გარკვეული კითხვები ვერდიქტის გარემოებებთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე ვთანხმდებით, რომ ეს გადაწყვეტილება ხელს არ უწყობს იმ ატმოსფეროს, რომელიც საჭიროა პოლიტიკური დიალოგის წინსვლისთვის, რაც ჩვენი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია იმისთვის, რომ მოხდეს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პოლარიზაციის გარღვევა“, – განაცხადა ჰარცელმა.

მისივე თქმით, ბრიუსელი საკითხთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას რამდენიმე საათში გაავრცელებს.

შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა განუსაზღვრა.