ელენე ხოშტარია და თინა ბოკუჩავა იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ნიღბებით მივიდნენ

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც გენერალური პროკურორობის კანდიდატ, ირაკლი შოთაძეს უნდა მოუსმინონ, ხმაურია. 

კომიტეტის სხდომაზე თინა ბოკუჩავა და ელენე ხოშტარია ბიძინა ივანიშვილის ნიღბებით მივიდნ.ოპოზიციონერი დეპუტატები დარბაზში შევიდნენ და ირაკლი შოთაძეს ბიძინა ივანიშვილის მონა უწოდეს. .

 დეპუტატები გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას აპროტესტებენ.

სხდომის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა მათ რამდენჯერმე მოუწოდა სიმშვიდისკენ.

„დაწყნარდით, თქვენი პერფორმანსები თქვენთვის შეინახეთ. შეგიძლიათ დარჩეთ, კორექტულად მოიქცეთ, როგორც პარლამენტის წევრებს შეეფერება და დასვათ კითხვები. ჩვენ ვერ ავყვებით ასეთი უაპსუხისმგებლო პარლამენტის წევრების საქციელებს, გადავიდეთ საქმიან ფორმატზე“ ,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ოპოზიციონერი დეპუტატების ქმედებები დარბაზში მყოფმა ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ გააპროტესტა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაგრძელდა მას შემდეგ, რაც ის თინა ბოკუჩავამ და ელენე ხოშტარიამ დატოვეს.