ინფექციურ საავადმყოფოში ჩინეთიდან ჩამოსული,29 წლის მამაკაცი შეიყვანეს

ინფექციურ საავადმყოფოში ჩინეთიდან ჩამოსული ახალგაზრდა მამაკაცი შეიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, 29 წლის მამაკაცი  ჩინეთიდან დოჰას გავლით შემოვიდა და მას  ტემპერატურა 37.3 გრადუსი დაუფიქსირდა.

ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ,რომ სიმპტომები არ ნიშნავს იმას, რომ პაციენტს კორონავირუსი აქვს და მისი საავადმყოფოში გადაყვანა უკავშირდება იმას, რომ ჩინეთიდან ჩამოვიდა.

მათივე ინფორმაციით, კლინიკაში, მსგავს შემთხვევაში პაციენტის გადაყვანა პროტოკოლით არის გათვალისწინებული.