ირანის ვიცე-პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდგინდა

ირანის ვიცე-პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდგინდა-ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

 ოჯახისა და ქალთა საკითხებში ვიცე-პრეზიდენტი მასუმე ებთეკარი ერთ-ერთია იმ 254 ადამიანიდან, რომელიც ირანში კორონავირუსით დაავადდა. ქვეყანაში COVID 19-ს უკვე 26 ადამიანი ემსხვერპლა. 

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსით ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეც დაავადდა – ირაჯ ჰარირიჩიმ ამის შესახებ მოსახლეობას სოციალური ქსელის საშუალებით თავად შეატყობინა.