იტალიაში კორონავირუსით მეორე ადამიანი გარდაიცვალა

საერთაშორისო მედია “როიტერის” ცნობით, იტალიაში ბოლო ერთი დღის განმავლობაში კორონავირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა.

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მედიისთვის მიწოდებული ინფორმაციით, კორონავირუსით 77 წლის მამაკაცის გარდაცვალების შემდეგ ექიმებმა ვერც დაინფიცირებული ქალის გადარჩენა შეძლეს. მისი ასაკი ჯერ- ჯერობით დაუზუსტებელია. 

მედიკოსების ცნობით,  კრიტიკული რჩება ვირუსით დაინფიცირებული  კიდევ ერთი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. 

აღსანიშნავია, რომ რეგიონში კორონავირუსის გავრცელების რისკების შესამცირებლად შეჩერდა სკოლების, სპორტული ცენტრებისა და ბარებისა და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების ფუნქციონირება.

ამ დრომდე  იტალიაში კორონავირუსის 30 შემთხვევა ფიქსირდება.