კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 1200-ს მიაღწია

მსოფლიოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის ათასობით ახალი შემთხვევა და ასობით ახალი გარდაცვალება დაფიქსირდა.

BBC ჩინეთის ჯანდაცვის უწყებებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბოლო 24 საათში ვირუსის 14 800 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ჯამში, ინფიცირებულთა რიცხვმა კი 60 000 ადამიანს მიაღწია. ჰუბეის პროინციაში, სადაც ეპიდემიის ძირითადი წყაროა, ახალი ტიპის კორონავირუსით 1 242 ადამიანი უკვე გარდაიცვალა.

რაც  შეეხება, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას, 12 თებერვლის მონაცემებით, მსოფლიოში ფირუსის 45 171 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან 2 068 ახალი შემთხვევაა და 97 ახალი გარდაცვალება.

ვირუსმა, რომელიც პირველად ჩინეთის ქალაქ ვუჰანში დაფიქსირდა, 30-მდე ქვეყანაში შეაღწია. ჯერ-ჯერობით საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევა არ დადასტურებულა.

ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსის გამო პეკინმა „ჩაკეტა“ რამდენიმე ქალაქი – შეზღუდა სატრანსპორტო მიმოსვლა და აკრძალა ქალაქის დატოვება.