მამაკაცმა შვილსა და მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

პოლიციამ ოჯახში ჩადენილი ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

​შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვან შვილს და მეუღლეს, არასრულწლოვნის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიებით, ასევე დადგინდა, რომ დაკავებულმა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მეუღლეს ცეცხლსასროლი იარაღისა და ნაჯახის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

​სამართალდამცავებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან ცეცხლსასროლი იარაღი და ნაჯახი ნივთმტკიცებად ამოიღო.

დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.