რუსთავის ბაღებში 2 მარტიდან თავისუფალი დასწრება გამოცხადდა

რუსთავის ბაღებში 2 მარტიდან თავისუფალი დასწრება გამოცხადდა.  ბაგა  ბაღების გაერთიანება განცხადებას ავრცელებს. 

“რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანება 2 მარტიდან პირველ აპრილამდე ბავშვებს მიიღებს თავისუფალი დასწრების რეჟიმით .
თავისუფალ დასწრება არ ცხადდება ჯანმრთელობის სამინისტროს რეკომენდაციით, რადგან ქვეყანაში ამ ეტაპზე არ არსებობს რაიმე ტიპის ვირუსული პანდემიის საფუძველი. თავისუფალი დასწრება ცხადდება მხოლოდ და მხოლოდ მშობელთა მრავალრიცხოვანი თხოვნის საფუძველზე.”-ნათქვამია განცხადებაში