რუსთავის რკინიგზის სადგურზე მატარებელმა მამაკაცი გაიტანა

რუსთავის რკინიგზის სადგურზე  მატარებელმა მამაკაცი გაიტანა.

“თბომავალი მანევრირებდა სადგურის მეორე ლიანდაგზე, რომლის დროსაც მოხდა უბედური შემთხვევა. ფაქტზე მიმდინარეობს მოკვლევა. დამატებითი დეტალები უცნობია. მოძრაობა შეჩერებული არ არის” – განუცხადეს TV4-ს საქართველოს რკინიგზაში.

როგორც რკინიგზაში აცხადებენ, გარდაცვლილი მამაკაცი რუსთავის რკინიგზის თანამშრომელი იყო. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მეოთხე ნაწილით დაიწყო.