რუსთავის შემოსასვლელში კონსტრუქციის მოწყობისთვის გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა

რუსთავის შემოსასვლელში ქალაქის სახელწოდების აღმნიშვნელი კონსტრუქციის მოწყობისთვის, რომელზეც ქალაქის ორენოვანი წარწერა იქნება დატანილი, ტენდერი ჩაიშალა. ტენდერის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით, მილიონი ლარი იყო და მიმდებარედ რეკრეაციული ზონის მოწყობასაც ითვალისწინებდა.

მუნიციპალიტეტმა კონსტრუქციის მოწყობისთვის ელექტრონული ტენდერი ხელახლა გამოაცხადა და ამჯერად სავარაუდო ღირებულებად 721 ათას ლარი განისაზღვრა. ახლადგამოცხადებული ტენდერის პირობები, მიმდებარედ სკვერის მოწყობას აღარ ითვალისწინებს.

კომპანიებს განცხადებების შეტანა 13-დან 18 მარტამდე პერიოდში შეუძლიათ.