“რუსთავის წყალმა” კოსტავას ქუჩაზე მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტი დაასრულა

 კომპანია “რუსთავის წყალმა” კოსტავას ქუჩაზე მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტი დაასრულა.  სამუშაოების ფარგლებში  წყალმომარაგების ქსელის 600 მეტრი სიგრძის ამორტიზირებული მონაკვეთი სრულად შეიცვალა.

კომპანიის ტექნიკურმა ჯგუფებმა ქსელის ტესტირება და გადაერთებითი სამუშაოები ჩაატარეს, რის შემდეგაც წყალსადენის ახალი ქსელი ექსპლუატაციაში გაეშვა. 

  პროექტში კომპანია რუსთავის წყალმა  250 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა.  კოსტავას ქუჩის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში ქალაქ რუსთავის მერია გზის ინფრასტრუქტურას მოაწესრიგებს  და ასფალტის ახალ საფარს დააგებს.