საქართველოში დაბალი ტემპერატურა 15 თებერვლამდე გასტანს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში ზოგან ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი.

სააგენტოს ცნობით, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ლიპყინულის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქისა და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია, ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდოს.