საჯარო სკოლაში ხანძარია

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობაში, საჯარო სკოლაში ხანძარია.

როგორც ცნობილი ხდება,  ცეცხლი სკოლის მეორე სართულს და ჭერს უკიდია.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სკოლიდან მოსწავლეების და მასწავლებლების ევაკუირება განხორციელდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებულია შვიდი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი და 35 მეხანძრე-მაშველი.

 

ფოტო:არ შეესაბამება რეალობას