სიგარეტისა და ალკოჰოლური სასმელის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები გამოვლინდა

  ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორამციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ყაზბეგი“ სიგარეტისა და ალკოჰოლური სასმელის (5.7 ლიტრი) კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

„ შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეების კუთვნილი ავტომანქანის, ასევე პირადი ბარგის და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 7 600 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათას-ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ“,-აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.