“შესაძლოა,ვინმემ გამოიყენა მისი განაწყენება და დადგეს ასეთი კადრები”-თემურ აბაზოვი

მარნეულის ყოფილი მერი ,თემურ აბაზოვი, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ, მის საქმეზე გამამართლებელი განაჩენის გამოტანას ეხმაურება. აბაზოვის განცხადებით, დაზარალებული მასზე განაწყენებული იყო, ვინაიდან სამსახურის თხოვნაზე უარი მიიღო. მისივე განცხადებით, ამ საქმით  შესაძლოა, კონკრეტულმა პირმა ისარგებლა და კადრები დადგა.  

„როგორც ჩვენი მოქალაქეები, ასევე ჟურნალისტები ჩახედულები არ არიან, არ იციან როგორ მიმდინარეობდა პროცესები და რამდენი ადამიანი დაიკითხა, რომელთაგან არც ერთი არ აცხადებს იმას, რომ თეიმურაზ აბაზოვმა რაიმე სახის დანაშაული ჩაიდინა. 130-მდე მოწმე იქნა დაკითხული და არც ერთი მათგანი არ ამბობს, რომ მე რაიმე ტიპის დანაშაული მქონდა ჩადენილი. მხოლოდ ერთადერთი მოწმე აცხადებდა, რომ ვიყავი დამნაშავე და დარჩა ბოლომდე ერთადერთად რომელიც, მოვიდა სამსახური მთხოვა, არც ენა არ იცოდა არც დიპლომი ჰქონდა. სამსახურის გაცემა კი კონკურსით ხდება, უარი ვუთხარი და იყო განაწყენებული. შესაძლოა, ვინმემ გამოიყენა მისი განაწყენება და დადგეს ასეთი კადრები. ვისთან ერთად იყო, ვინ გააკეთებინა, ან გააკეთებინა თუ არა, ეს მე არ ვიცი. მე ვარ უდანაშაულო და ვარ მსხვერპლი, ჩემს არასრულწლოვან შვილებთან ერთად,” – განაცხადა თემურ აბაზოვმა.

შეგახსენებთ, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლომ მარნეულის ყოფილი მერის თემურ აბაზოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. აბაზოვს ბრალი ჯგუფურად ჩადენილ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე ედებოდა. თემურ აბაზოვი 2018 წლის 13 ივნისს დააკავეს.