27 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს. 

მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 თებერვალს 11:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თეთრწყაროში და თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ამლივი, ფარცხისი, ენაგეთ, ასურეთ, ღოუბანი, ბოგვი და მიმდებარე სოფლებში,

16:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში თოდრიას, მესხიშვილის, ლომოურის, მეგობრობის, ფალიაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.