29 და 2 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს. 

მათივე ცნობით,ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 29 თებერვალს 10:00-დან 11:00 საათამდე და 14:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს ფოლადაანთკარში, გამარჯვებაში, გაჩიანში, ველში, ყარაჯალარში, რუსთავში მეგობრობის ქუჩაზე და მე-11 მიკრორაიონში.

2 მარტს 11:00-დან 13:00 საათამდე – აბონენტებს კრწანისში, კუმისის ტბის სანაპიროზე, მთისძირში, შსს დაჩებზე, ფონიჭალაში.

2 მარტს 13:00-დან 16:00 საათამდე – მომხმარებლებს ფონიჭალაში, კრწანისში, რუსთავი ბაქოს გზატკეცილზე, წალასყურში, თელეთში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.