ექიმებისთვის შესაძლოა რუსთავი-თბილისის კორპორატიული მარშრუტი დაინიშნოს

სამედიცინო პერსონალისთვის შესაძლოა რუსთავი-თბილისის კორპორატიული მარშრუტი დაინიშნოს. სპეციალურად სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში კორპორატიული სატრანსპორტო ხაზის დანიშვნის საკითხის განხილვა მიმდინარეობს.

შეიქმნა ონლაინ პლათფორმა, სადაც რეგისტრაციის გავლა იმ სამედიცინო პერსონალს შეუძლიათ, ვინც თბილისის კლინიკებში ან სტაციონარებში მუშაობენ.

“რუსთავის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს კორპორატიული სატრანსპორტო ხაზის დანიშვნის საკითხის განხილვა სპეციალურად სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის.

გვჭირდება იმ რუსთაველი ექიმების რაოდენობის ცოდნა, რომლებიც დედაქალაქის კლინიკებში, თუ სტაციონარებში მუშაობენ.

მოგმართავთ თხოვნით, გაიაროთ რეგისტრაცია მოცემულ ლინკზე. აღნიშნულ ონლაინ პლატფორმაზე უნდა დარეგისტრირდნენ მხოლოდ ექიმები, ექთნები და ზოგადად სამედიცინო პერსონალი.

გთხოვთ არ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ არ ხართ სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, რადგან თითოეული დარეგისტრირებული პირი, გადამოწმდება დამსაქმებელთან,” – აღნიშნულია ინფორმაციაში.