მარკეტებში სპეციალური ზომები დაწესდება,10 კაცზე მეტი დახურულ სივრცეში არ უნდა იყოს

„უნდა ვნახოთ სხვა ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა. ადამიანები რიგში დგანან უსაფრთხო, 1-2 მეტრამდე დისტანციის დაცვის შემთხვევაში. ეს ჩვენი მოქალაქეების თვითორგანიზებისა და ბიზნესის პასუხისმგებლობის საკითხია“ – განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერის განცხადებით, საქართველოში 1 თვით, 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.