საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 75-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 75-მდე გაიზარდა. მათგან 10 ადამიანი გამოჯანმრთელებულია. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე განთავსდა.

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 4 055 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი –  252 პაციენტი რჩება.

შეგახსენებთ, კორონავირუსის გამო ქვეყანაში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.