გახარია- ადამიანებს, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგება გვერდით

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ადამიანებს, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, სახელმწიფო დაეხმარება. პრემიერ-მინისტრის თქმით, უახლოეს დღეებში წარმოდგენილი იქნება გეგმა, რომლის მეშვეობითაც სახელმწიფო იმ მოქალაქეებს დაეხმარება, რომლებმაც სამსახური დაკარგეს.

“მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ძალიან კარგად გვესმის გასაჭირი თითოეული ჩვენი მოქალაქის, რომელმაც დაკარგა, ან პოტენციურად შეიძლება დაკარგოს სამსახური. შესაბამისად, შემოსავალი. ამიტომ გარდა იმ გეგმისა, რომელიც მთავრობას უკვე მზად აქვს, ეკონომიკის კონკრეტული სექტორების დასახმარებლად, უახლოეს დღეებში იქნება წარმოდგენილი გეგმა ჩვენი მოქალაქეების კონკრეტული მიზნობრივი დახმარების თვალსაზრისით, რომელსაც ექნება კონკრეტული, აბსოლუტურად ხელშესახები მიზანი იმისთვის, რომ ადამიანებს, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგეს გვერდით“, – ეს განცხადება გიორგი გახარიამ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.