ბოლნისსა და მარნეულში სკრინინგი ჯამში 70 000-მდე ადამიანს ჩაუტარდა

ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტში თერმოსკრინინგის პროცედურით, ჯამში 70 000-მდე ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა შემოწმდა.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი მარნეულის მუნიციპალიტეტში,  წისქვილკომბინატში, ასევე, მსხვილ სასურსათო მაღაზიებსა და სადისტრიბუციო ქსელებში არსებულ მდგომარეობას ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად გაეცნო.

შოთა რეხვიაშვილის ინფორმაციით, საკარანტინო ზონებში საჭირო რაოდენობის საკვები პროდუქტების, მედიკამენტების და საწვავის მარაგია.

რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს როგორც სადეზინფექციო პროცედურები, ასევე მასშტაბური საინფორმაციო კამპანია, რომლის ფარგლებშიც, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს სპეციალური ფლაერები ურიგდებათ.