გაერო- მთავრობებმა უნდა დაიწყონ ფიქრი, რომ გაათავისუფლონ ასაკოვანი პატიმრები

„კორონავირუსმა ციხეებს და საემიგრაციო დაკავების ცენტრებს დაარტყა. ის თავშესაფრებში და ფსიქიატრიულ საავადმყოფოებშიც გავრცელდა, რაც ყველაზე მოწყვლად მოსახლებას საფრთხის ქვეშ აყებებს“ – განაცხადა გაერო-ს უმაღლესმა კომისარმა ადამიანის უფლებების საკითხებში, მიშელ ბაჩელეტმა. ის  სახელმწიფოებს მოუწოდებს გაათავისუფლონ ადამიანები, ვინც კორონავირუსისადმი მოწყვლად ჯგუფად ითვლება.

მისი თქმით, მთავრობებმა უნდა განიხილონ გზები, თუ როგორ შეიძლება იმ ადამიანების ციხეებიდან გათავისუფლება, ვინც რისკის ჯგუფებს მიეკუთვნებიან.

„მთავრობებმა უნდა დაიწყონ ფიქრი, რომ გაათავისუფლონ ის ადამიანები, რომლებიც რისკის ჯგუფში არიან, ასაკოვანი პატიმრები, რომელთაც ქრონიკული დაავადებები აქვთ, ასევე ის პირები, ვინც მსუბუქ დანაშაულისთვის იხდიან სასჯელს“,-განაცხადა კომისარმა.