კარანტინის ზონაში სქრინინგი 35 000-მა ადამიანმა გაიარა

ბოლო მონაცემებით, მარნეულსა და ბოლნისში სქრინინგი 35 000-მა მოქალაქემ გაიარა და მათგან ჩივილები მხოლოდ 25-მდე პაციენტს დაუდგინდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მარნეულსა და ბოლნისში მყოფი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომაროება სტაბილურია და ისინი დამატებით ჩარევებს და სხვა კლინიკებში გადაყვანას არ საჭიროებენ.

„ჩვენი ჯგუფები მუშაობენ ინტენსიურად, ადგილზე დასქრინულია 35 000 მოქალაქე ეს არის 8000-მდე ოჯახი მათგან გამოვლინდა გარკვეული ჯგუფები, რომლებიც ადგილზე იმყოფებიან და მიმდინარეობს მათზე დაკვირვება. 25-მდე ადამიანს ამ ეტაპზე დაუდგინდა გარკვეული ჩივილები და ამ ჩივილების შესაბამისად მათ ჩაუტარდებათ ტესტირება.

ამ ეტაპზე მარნეულსა და ბოლნისში მყოფი მოქალაქეების მდგომაროება არის სტაბილური. ისინი არ საჭიროებენ დამატებით ჩარევებს და გადაყვანას სხვა კლინიკებში. საჭიროების შემთხვევაში ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩავრთავთ შესაბამის სამსახურებს რათა პაციენტების ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.