მარნეულიდან თბილისის კლინიკაში გადაყვანილი 62 წლის პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია

მარნეულიდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანილი 62 წლის პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.

„ამ ეტაპზე ჩატარებული მკურნალობის შედეგად ზოგადი მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია, რადგან შენარჩუნებულია სასიცოცხლო პარამეტრები. ზოგადი მდგომარეობა არის კრიტიკული“, – აღნიშნა სამედიცინო სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა.